19 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
ინფექციურში 5 მძიმე პაციენტია, 2 კრიტიკულ მდგომარეობაში - ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსთან დაკავშირებით ბოლო 24 საათის მდგომარეობა შეაჯამა. ეზუგბაიას თქმით, 7 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ინფექციურ საავადმყოფოში 2 პაციენტია მოთავსებული, საერთო ჯამში კი COVID-19 -ის დიაგნოზით კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 5, 2-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

"დღე-ღამის განმავლობაში 7 ახალი დადასტურებული შემთხვევაა, ამ 7-დან 2 ჩვენთან არის, ახლა კორონავირუსის მიმღები 9 ცენტრია და ამ 115 პაციენტიდან 51 არის ჩვენი პაციენტი, დანარჩენი არის ამ 9 დაწესებულებაში.  ჩვენთან ამ ეტაპზე მკურნალობს 32. 

ამ ორი ახალი შემთხვევის წყარო არ ვიცი, მაგრამ კონტაქტებია ცნობილი, ეს არის უკვე ცნობილი პაციენტების კონტაქტები. პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია.

პაციენტების მდგომარეობა არ შეცვლილა, დაგვემატა კიდე ერთი ახალი მძიმე პაციენტი, რომელიც როცა შემოვიდა, იყო საშუალოზე მძიმე, დაავადებამ განიცადა პროგრესირება. მიუხედავად მკურნალობისა, მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ არა კრიტიკული. დანარჩენი 4-ის მდგომარეობა უცვლელია. მათ შორის ორი კრიტიკულია, მათი სტაბილიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

ერთი ახალი გამოჯანმრთელებული დაგვემატა, რომელმაც გუშინვე დატოვა ჩვენი ცენტრი, ჩვენ გვყავს 19 გამოჯანმრთელებული, 3 არის საჩხერეში, ჯამში არის 22,"- განაცხადა ეზუგბაიამ

დღის ამბები