24 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
თელავის რეფერალურ საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში ცხელებით სამი პაციენტია მოთავსებული

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ინფექციურ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული. აქედან, ორი მამაკაცი საკარანტინო სივრციდან არის გადმოყვანილი, ხოლო ერთი ქალი ბინიდან. სამივე მათგანს ცხელება აღენიშნება, მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გადაიგზავნა.აქვთ თუ არაა შუახნის მამაკაცებს და ერთ ქალბატონს ახალი კორონავირუსი სავარაუდოდ დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კლინიკის დირექტორის ხათუნა ჭონიაშვილის თქმით, მათთან მოთავსებულ სამივე პაციენტს მხოლოდ ცხელება და ყელის ტკივილი აღენიშნება და ამ ეტაპზე არცერთ მათგანს არ უფიქსირდება სხვა რაიმე საეჭვო სიმპტომი.

მისივე განმარტებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ნამყოფები არიან რისკ-ჯგუფის ქვეყანაში პროტოკოლის მიხედვით მათი ანალიზები გამოიკვლევა.

დღის ამბები