24 აპრილი 2024,   12:14
ვრცლად
ტურიზმის სექტორი რთული პრობლემების წინაშე დგას - თორნიკე რიჟვაძე აჭარის რეგიონში შექმნილ ვითარებაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმის სამ ლოკაციაზე განთავსებულ საგუშაგოებზე მოქალაქეთა თერმოსკრინგი აქტიურად მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში, აჭარის რეგიონში რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ გამოვლენილა. მოქალაქეებს მხრიდან ხდება წესების დაცვა, რომელიც კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

"გუშინ ჩვენ არ გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები ან დაუმორჩილებლობა იმ გამკაცრებულ წესებთან მიმართებაში, რომელსაც ხელისუფლება ატარებს ამ ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში. ყველაფერი არის კონტროლზე, თანმიმდევრულად ხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რომ ერთის მხრივ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. ჯამში გუშინ ჩვენ არ გვქონია რაიმე მნიშვნელოვანი დაუმორჩილებლობის შემთხვევები," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ ტურიზმის სექტორის დღეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, შესაბამისად, სფეროსთან დაკავშირებით წინასწარ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. 

"საკმაოდ რთული პრობლემების წინაშე დგას ზოგადად ტურიზმის ინდუსტრია და სექტორი. დღეს ჩვენ გვჭირდება კონკრეტულად ვისაუბროთ იმ შედეგებზე, რომელიც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა შეექმნას და იმ შედეგებზე, რომელიც გვექნება ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებაში. მსოფლიოში არის პანდემია,  ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში შეზღუდულია გადაადგილება, ამიტომ დღევანდელი პერსპექტივით, ძალიან რთული იქნება ვიმსჯელოთ ტურიზმის პერსპექტივაზე რეგიონში,“ - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.

დღის ამბები