25 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
ე.წ.ცხელების ცენტრები ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია - მაია ბუწაშვილი

როგორ აისახა ახალი მდგომარეობა და კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ახალი პროტოკოლი კლინიკებზე. ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგემ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ისაუბრა.

ბუწაშვილის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე დადგა საჭიროება, რომ გაფართოებულიყო ალგორითმი, რომელიც დიაგნოსტიკის საშუალებების და გამოსაკვლევ პირთა წრის გაზრდის საშუალებას გააჩენდა.

ბუწაშვილმა ასევე, ისაუბრა ცხელების  ცენტრებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მსგავსი ცენტრები ინფექციის კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ მოხდეს პაციენტების სხვადასხვა კლინიკებში გაბნევა.

"ეს ახალი მიდგომა საშუალებას აძლევს სხვადასხვა ექიმებს, რომ პაციენტებს, რომელთაც შესაბამისი სიმპტომები, ანუ ცხელება აქვთ, ჩაუტარონ დიაგნოსტიკა," - განაცხადა ბუწაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ შესაბამის კლინიკებს ლაბორატორიების და რეაქტივების მოსამზადებლად გარკვეული დრო დაჭირდებათ.

ბუწაშვილის თქმით, ბუნებრივია, რომ გამოვლენის მეთოდების გაუმჯობესებასთან ერთად, დადასტურებული COVID-19 ის რაოდებობა გაიზრდება, თუმცა ის პიკურ აღმასვლას არ ელოდება.

დღის ამბები