28 მაისი 2020,   15:54
ვრცლად
აშშ-ს საელჩო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს მადლობას უხდის

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალს, კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში განსაკუთრებული მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა - ამის შესახებ, საელჩომ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"COVID-19-თან ბრძოლა მოითხოვს მრავალმხრივ ცოდნასა და ნიჭს. ამერიკის საელჩოს სურს, მადლობა გადაუხადოს მათ, ვინც უსაფრთხოდ და ჯანმრთელად ყოფნაში გვეხმარება.
 
დღეს ჩვენ მივესალმებით საქართველოს სასწრაფო დახმარების სამედიცინო პერსონალს, რომელიც, ხშირად, პირველი გვეხმარება ავად ყოფნისა თუ დაშავებისას. სასწრაფოს თანამშრომლები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე არიან და ჩვენ მადლიერნი ვართ ყველაფრისთვის, რასაც ისინი აკეთებენ" - აცხადებს აშშ-ის საელჩო საქართველოში.

დღის ამბები