28 მაისი 2020,   15:51
ვრცლად
ფოთში ცხელების ცენტრში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი

ფოთში ცხელების ცენტრში გადაყვანილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მათ სკრინინგო-თერაპიის კვლევის შედეგად გამოუვლინდათ მაღალი ტემპერატურა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი კვლევები და მათი ანალიზები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

"გუშინ ცხელების ცენტრში შემოვიდა ერთი პიროვნება, რომელსაც აღენიშნა ტემპერატურა, დაკვირვებების ქვეშ იყო, გამოუვლინდა გარკვეული პრობლემები,  მოთავსდა სტაციონარში, ასევე შემოვიდა ცხელების ცენტრში  ორი ასაკოვანი ადამიანი პნევმონიით, დღეს ბავშვი მაღალი ტემპერატურით. ჩაითვალა ეს ოთხი ადამიანი საეჭვო შესაძლო შემთხვევად, აღებულია ლაბორატორიული სინჯები და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში," - განმარტა საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზიზი გაგუამ.

დღის ამბები