28 მაისი 2020,   17:22
ვრცლად
კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა - შს მინისტრი

ქვეყანაში კრიმინალის შემთხვევები იკლებს, მაგრამ მოქალაქეები საგანგებო რეჟიმის წესებს არღვევენ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კომენდანტის საათის დარღვევისთვის ქვეყნის მასშტაბით 17 მოქალაქე დაჯარიმდა. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ ამ მხრივაც ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

"დარღვევების მეტ შემთხვევას ველოდი, თუმცა გუშინ საღამოს, როდესაც განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები დაიწყო, მთელი საქართველოს მასშტაბით იყო ძალიან ცოტა - 17 დარღვევა, რაც ჩვენც გაგვიკვირდა. სტატისტიკურად მეტს ველოდებოდი.

მთლიანობაში კი, სამწუხაროდ, 350-მდე ადამიანის დაჯარიმება მოგვიწია, აქედან დაახლოებით, 10-დან 15-მდე საწარმო იყო, რაც, რა თქმა უნდა, არ გვიხარია. თუმცა, იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ,"- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. 

 

დღის ამბები