24 აპრილი 2024,   03:02
ვრცლად
გოგი წულაიამ პოლიციის შენობა დატოვა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ პოლიციის შენობა დატოვა. ის ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გოგი წულაიას ინფორმაციით, სასამართლო დისტანციურად უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან მან ადვოკატი მოითხოვა. მოსამართლემ მისი მოთხოვნა გაითვალისწინა და პროცესი მომავალ კვირაში გაიმართება.

წულაიას ბრალი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით ედება, რაც სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცება 3000 ლარამდე ჯარიმას ითვალისიწინებს. წულაია დღეს დააკავეს, როდესაც ბრიფინგს მართავდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები