19 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდან COVID19-ზე საეჭვო სიმპტომებით დედა-შვილი გადაიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდან COVID19-ზე საეჭვო სიმპტომებით დედა-შვილი გადაიყვანეს. პაციენტებს  სათანადო კვლევები წუხელვე ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ზუსტი პასუხი გახდება ცნობილი.

"00 საათსა და 10 წუთზე ფოთის ჰოსპიტალში ზუგდიდან გადმოყვანილია ორი პაციენტი, დედა-დაშვილი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით. ორივე პაციენტეს უტარდება კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები. თუკი კლინიკური კვლევებით ეპიდანამნეზით ჩაითვლება საეჭვო შემთხვევად, რა თქმა უნდა ჩაერთვება დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგიური სამსახური და ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება გამოკვლევებზე," - განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

დღის ამბები