ე.წ. კომენდანტის საათის მეორე ღამე საქართველოში - სამართალდამცველებს რამდენი პირის დაჯარიმება მოუხდათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკას მოგვიანებით გამოაქვეყნებს, თუმცა პირველ დღეს, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 17 იყო.
შეგახსენებთ, საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე ქუჩაში ყველა სახის გადაადგილება დასჯადია. ჯარიმა საკმაოდ დიდია - ფიზიკურ პირზე 3 ათასი, იურიდიულზე 15 ათასი.
კანონის განმეორებითი დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ღამის პერიოდში აფთიაქების გარდა ყველაფერი დაკეტილია.