20 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
აქვთ თუ არა COVID-19 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ მამაკაცსა და ორ ბავშვს - პასუხები დღეს გახდება ცნობილი

აქვთ თუ არა COVID-19 ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ მამაკაცსა და ორ ბავშვს - ზუგდიდის ინფექციურში მყოფი პირების პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

კლინიკაში ამ დროისთვის, კორონავირუსის დიაგნოზით ორი ადამიანი მკურნალობს. ერთ-ერთი მათგანის, შუახნის ქალბატონის კონტაქტები, სულ 7 ადამიანი, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

"მკურნალობას გადის 2 პაციენტი, რომელსაც დადასტურებული აქვს COVID-19 და სამი პაციენტი, რომლებიც COVID-ის საეჭვო შემთხვევად განიხილებიან და შესაბამისად, აღებულია ბიოლოგიური მასალა. პასუხს ველოდებით ლუგარის ცენტრიდან. პაციენტები არიან აფხაზეთის მკვიდრნი, რომლებიც გადმოვიდნენ საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა ოდიშარიამ. 

დღის ამბები