19 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან 4 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ფოთის ცხელების ცენტრში ლუგარის ლაბორატორიიდან 4 ადამიანის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. პასუხები დღეს, დღის განმავლობაში უნდა გახდეს ცნობილი. 

პაციენტებს შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ასაკოვანი ადამიანია. ყველა მათგანს ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც ანალიზები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნა.

"შემოვიდა ერთი პიროვნება, რომელსაც აღენიშნა ტემპერატურა, შემდეგ გამოუვლინდა მას გარკვეული პრობლემები. ამის გარდა გუშინ ცხელების ცენტრში შემოვიდა ორი ასაკოვანი ადამიანი პნევმონიით, რომელიც ძალიან საყურადღებოა და გადაყვანილია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, შემოსულია ასევე ბავშვი მაღალი ტემპერატურით. ჩაითვალა ეს ოთხი ადამიანი საეჭვო შესაძლო შემთხვევად, აღებულია ლაბორატორიული სინჯები," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილემ, ზიზი რიგვავამ.

დღის ამბები