19 აპრილი 2024,   21:37
ვრცლად
ცხინვალის პასუხი დესტრუქციულია, შეთავაზებებს არ იზიარებენ - ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სახიფათო მდგომარეობაზე

ვირუსის გავრცელების მხრივ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სახიფათო მდგომარეობაზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი.

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ვინაიდან ვირუსი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ ერთი ქალს დაუდგინა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა დაინფიცირებულები ტერიტორიაზე არ არიან.

მინისტრი შემაშფოთებლად მიიჩნევს ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასაც.

"ის, რომ ერთი ქალის გადმოყვანა მოხერხდა და დიაგნოსტიკის შედეგად კორონავირუსი დაფიქსირდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ეს არის ერთადერთი. კონტაქტში მყოფი პირები ინდენტიფიცირებული არიან და ასევე არის 7 პირი გადმოყვანილი კონტროლირებად ტერიტორიაზე და კარანტინის ზონაშია განთავსებული.

ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. მათი პასუხი საკმაოდ დესტრუქციულია, რადგან შეთავაზებებს არ იზიარებენ," - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები