უცვლელია ვითარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. იქ ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება. აკვირდებიან 45 პაციენტს.
რეანიმაციაში კვლავ ორი პაციენტი რჩება, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელიც მარნეულიდან ჩამოიყვანეს, შედარებით გაუმჯობესდა.
"გუშინ 14 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა, ყველას აღმოაჩნდა ნეგატიური ტესტი. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვყავს მხოლოდ 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.