ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 14 პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსით აქედან 7 მათგანია დაინფიცირებული.
მისივე თქმით, გუშინ 4 პაციენტს ჩაუტარდა კვლევა "კოვიდ 19"-ზე და ოთხივე მათგანზე უარყოფითი შედეგით დადგინდა.
"ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს "კოვიდ 19". გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი. დაველოდებით მათ შედეგებს.
არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც მკურნალობენ, 3 პაციენტზე ხვალ გადამოწმდება გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები. ახალი 2 პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმეა. მიმდინარეობს მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით. რაც შეეხება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, საშუალოდ მიმდინარეობს," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.