16 აპრილი 2024,   17:33
ვრცლად
ფოთში ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი - ფოთის მერი

ფოთში, ქალაქის შესასვლელებში განთავსებულ ბლოკ-საგუშაგოებზე, ყველა შემსვლელი ავტომობილის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ხორციელდება.

მალთაყვის ბლოკ-საგუშაგოს დათვალიერების შემდეგ, ქალაქის მერმა საგანგებო პირობების განვლილი 24 საათი შეაჯამა და განმარტა, რომ ფოთში ეპიდემიის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, საფრთხე მინიმუმამდეა დაყვანილი.

"ბლოკ-პოსტებზე მუშაობა მიმდინარეობს შეუფერხებლად, ყველა შემოსულ მოქალაქეს უტარდება თერმო-სკრინინგი. საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტები იღებენ შემდგომ ღონისძიებებს. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება შემოსული ავტომანქანები. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე, მინიმუმამდეა შემცირებული ჩვენს ქალაქში ეპიდემიის გავრცელების საშიშროება," - განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ.

დღის ამბები