19 აპრილი 2024,   03:14
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე 10 ადამიანია მოთავსებული - 7 ინფიცირებული პაციენტის კონტაქტია

ზუგდიდში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 7 ბლოკ-პოსტია განთავსებული, მათგან ორ, ცაცხვისა და ჩხორიის, ბლოკპოსტზე საპოლიციო და სამხედრო ძალები არიან მობილიზებული. დანარჩენი ხუთი კი, ზუგდიდის სოფლებშია მოწყობილი.

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან ანაკლიის საკარანტინო ზონაში სულ 10 ადამიანია მოთავსებული, მათგან 7 ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებია.

დღესვე ზუგდიდში კორონავირუსზე ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი პირების პასუხებს ელოდებიან. შუახნის მამაკაცი და ორი მცირეწლოვანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ დროისთვის, ზუგდიდში covid 19-ით დაინფიცირებული ორი ადამიანი მკურნალობს. 

დღის ამბები