19 აპრილი 2024,   11:36
ვრცლად
26 გამოჯანმრთელებული პაციენტი საქართველოში - სამი მათგანი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს სავარაუდოდ დღეს დატოვებს

საქართველოშიCOVID-19-ით ინფიცირებული პაციენტებიდან დღეისათვის 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალურ ვებგევრდ stopcov.ge-ზე დღეს განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ეტაპზე 130 დაინფიცირებულიდან 26 უკვე ჯანმრთელია, ბევრმა მათგანმა კლინიკები დატოვა. სამი კი დღეს სავარაუდოდ დღეს გაეწერება.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, მათ კლინიკაში კიდევ სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა და ისინი კლინიკა დღეს დატოვებენ.

"სამი ახალი გამოჯანმრთელებულ გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ დღის განმავლობაში კლინიკას," - განაცხადა დღეს მარინა ეზუგბაიამ.

სულ, ჯამში ქვეყანას 26 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. 

დღის ამბები