02 ივნისი 2020,   23:52
ვრცლად
შესაძლოა ყოველდღე შეიცვალოს სცენარი - მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

უკვე ერთი საათია მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავს მთავრობა და იქნება თუ არა ახალი გადაწყვეტილებები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც სხდომა დასრულდება და მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.

"მივდივართ სასურველი რბილი ეპიდ-სცენარით, მაგრამ არ გვაქვს უფლება, რომ მივეცეთ თვითკმაყოფილებას, უნდა განვიხილოთ ყველა სცენარი, მათ შორის ურთულესი სცენარი.

თვითონ ეპიდვითარება არის ფეთქებადსაშიში, შესაძლოა ყოველდღე შეიცვალოს სცენარი. სწორედ ამ საკითხებს განვიხილავთ დღეს," - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები