საკარანტინო ზონაში ქვემო ქართლის მოსახლეობას ცრუ მესიჯები ეგზავნება - ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია განცხადებას ავრცელებს.
ომბუდსმენის ინფორმაციით, სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობას ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!
"ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას. #დარჩისახლში. შესაბამისი უწყებების ინფორმირება უკვე მოვახდინეთ," - წერს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.