16 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 21 პაციენტიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა 

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან 21 პაციენტის ანალიზის პასუხები მივიდა. ყველა მათგანი უარყოფითია. ამის შესახებ განცხადება ჰოსპიტალის დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, კლინიკას ახალი შემთხვევები არ დამატებია. რაც შეეხება შუა ხნის მამაკაცს, რომელსაც კლინიკაში COVID-19 დაუდასტურდა, ის უკვე სპეციალიზირებულ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კლინიკაში ახალი ვირუსი ამ ეტაპზე სხვა არც ერთ პაციენტს არ აქვს დადასტურებული.

"ჩვენ ველოდებოდით 21 პასუხს, 21 პაციენტის სინჯი იყო გაგზავნილი ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, ყველა არის უარყოფითი. ანუ, ახალი შემთხვევა ჩვენს კლინიკაში არ დაფიქსირებულა. პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა არის სტაბილური, ამ 46 პაციენტიდან 6 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, რაც ნიშნავს, რომ მდგომარეობა არის მძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე გამოწვეული არ არის ვირუსის გამო, ეს არის თანმხლები დაავადებების გართულებები," - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა

დღის ამბები