19 აპრილი 2024,   06:49
ვრცლად
კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუსთავში - ინფიცირებულია ერთ-ერთი საჯარო მოხელის დედა

კორონავირუსის პირველი შემთხვევა რუსთავში - ინფიცირებულია ერთ-ერთი საჯარო მოხელის დედა. კონკრეტულად, რომელი უწყების თანამშრომელზეა საუბარი, ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, ასევე არ ვრცელდება ცნობები, მოხდა თუ არა სამსახურის და მათი თანამშრომლების იზოლაცია.

ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი არც დაინფიცირებული ქალის და არც მისი შვილის ვინაობას არ ამხელს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონის შვილი, კონკრეტულად კი ერთ-ერთი საჯარო მოხელე, ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში იმყოფება.

გარდა ამისა, შოთა რეხვიაშვილის თქმით, საველე ჰოსპიტალში დღეის მდგომარეობით 17 ადამიანია მოთავსებული.

"საველე ჰოსპიტალში, 31 მარტის მდგომარეობით ელოდებოდა 2 ადამიანი დასკვნას და გუშინ გადმოვიდნენ და საერთო ჯამში 17 ადამიანი არის განთავსებული საველე ჰოსპიტალში. მაგრამ გუშინ 38 ტემპერატურით იყვნენ დედა-შვილი ქალბატონები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქვემო ბოლნისიდან, რომელთაც დღეს სამწუხაროდ დაუდასტურდათ კორონავირუსის ფაქტი," - აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება რეგიონში სხვა დაინფიცირებულებს: 

"ქალბატონი 19 წლის არის ორსული, გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და მინდა ვთქვა, რომ ესენი არიან ოჯახის წევრები და ოთხივე ფაქტი, რაც უკვე დადასტურდა ქვემო ბოლნისში და მიღებული მკაცრი ზომებიც აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გამართლებულია, არიან პირველ ფაქტთან დაკავშირებული აზერბაიჯანში მოგზაურობის ისტორიით და კონტაქტებით," - განაცხადა ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

დღის ამბები