16 აპრილი 2024,   11:38
ვრცლად
კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით საფრანგეთი მეოთხე ქვეყანა გახდა, რომელმაც ჩინეთს გადაუსწრო. ვირუსმა საფრანგეთში მცხოვრები 4 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

რეკორდულად გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი ესპანეთშიც.​პირენეის ნახევარკუნძულის ამ ქვეყანაში 923 ადამიანი დაიღუპა. 

სიკვდილიანობის მაჩვენებლით ასევე მოწინავე პოზიციას იკავებს იტალია, აქ ბოლო ერთ დღეში 700-ზე მეტი ფატალური და ინფიცირების 4 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში 13 ათასზე მეტი დაღუპულია.

დღის ამბები