18 აპრილი 2024,   06:29
ვრცლად
ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა

ადგილობრივი წარმოების პირბადეები საქართველოში აკრედიტებულ 41 საელჩოსა და 23 საერთაშორისო მისიას გადაეცა. პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ამბობს, პირბადეები გადაეგზავნათ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს და საკონსულოებს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც. 

"საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს გადაეცა საქართველოში დამზადებული სამედიცინო სამედიცინო ნიღბები. საერთო ჯამში, 41 საელჩოს და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისს. აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლობით, ასევე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნიღბების ნაწილი გაეგზავნათ საზღვარგარეთ ჩვენს საელჩოებს და დიპლომატებს," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა

დღის ამბები