20 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ დედას და მცირეწლოვან შვილს ახალი ვირუსი არ აქვთ

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ ორ პაციენტს კლინიკურად "კოვიდ 19"-თვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღმოაჩნდათ.

ეს პაციენტები დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი არიან, რომლებიც ზუგდიდიდან ფოთში გვიან ღამით შეიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ არცერთ იმ პაციენტს, რომლებიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ, არც კლინიკურად და არც ლაბორატორიული კვლევის შედეგად "კოვიდ 19" არ დაუდასტურდათ.

"ის 4 პაციენტი, რომელიც გუშინ შემოვიდა ცხელების ცენტრში, აღებულ იქნა ნიმუშები. პასუხი ყველა შემთხვევაში არის უარყოფითი. დღის განმავლობაში კიდევ შემოვიდა 4 პაციენტი ისევ, რომლებიც არც კლინიკური მონაცემებით, არც სიმპტომატიკით და ლაბორატორიული კვლევის შედეგად, არ არიან როგორც საეჭვო შესაძლო შემთხვევა კოვიდზე. ეს პაციენტები დღესვე დატოვებენ სტაციონარს.

ბოლო მონაცემებით, თვითიზოლაციაზე გვყავს 24 პიროვნება, აქედან ექვსი შეფასების შემდეგ გაეწერება დღეს და კარატინში არის 5" - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

დღის ამბები