20 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
COVID-19 ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის ბავშვის დედას დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID 19-ის ბოლო დადასტურებული შემთხვევა ბათუმიდან გადმოყვანილი 10 წლის მოზარდს უკავშირდება - კორონავირუსით ინფიცირებული მორიგი პაციენტი ბავშვის მშობელია. 

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, ინფექციურ საავადმყოფოში დილით აღებული 14 ნიმუშიდან კორონავირუსი მხოლოდ 1-ს დაუდასტურდა. მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კიდევ 7 პაციენტის ნიმუშია აღებული. 

მარინა ეზუგბაის განმარტებით, ამ დროისთვის, ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 39 პაციენტი მკურნალობს. მისი თქმით, მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეცვლილა, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი გაცილებით გაუმჯობესდა და ტესტირებამ ვირუსის ძალიან სუსტი ნიშნები აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში ისინი, შესაძლოა, ვირუსისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ.

დღის ამბები