25 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია განცხადებას გაავრცელებს - მეუფე გერასიმე

სააღდგომო ღამისთევასთან დაკავშირებით ეკლესია განცხადებას გაავრცელებს - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე აცხადებს. 

მიტროპოლიტი ხელისუფლებასთან კონსულტაციებს არ გამორიცხავს და ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეკლესია იმსჯელებს.

"თუ ეს საგანგებო მდგომარეობა ეკლესიას ეხება, აგერ ვართ სამნიც და მეტიც. ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც პატრიარქის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი," - აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

დღეს ეპარქიაში სასულიერო პირები შეიკრიბნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში შემქნილი ვითარების გამო საპატრიარქოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე კიდევ ერთხელ იმსჯელებს. მეუფე ამბობს, რომ ეპარქია სწორედ აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისად იმოქმედებს.

დღის ამბები