20 აპრილი 2024,   16:31
ვრცლად
კომენდანტი საათის მესამე ღამე - დარღვევების შესახებ მონაცემებს შსს დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს

უკვე მესამე ღამეა საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს, რომელიც საღამოს 21:00 საათიდან იწყება და დილის 06:00 საათზე სრულდება. დარღვევების შესახებ მონაცემებს შინაგან საქმეთა სამინისტრო დღის განმავლობაში გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი კომენდანტის საათის უგულვებელყოფისთვის სამართალდამცველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს. საერთო ჯამში კი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დაუმორჩილებლობის 700-ზე მეტი ფაქტი ფიქსირდება.

კომენდანტი საათი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საგანგებო ვითარების ფარგლებში გამოცხადდა. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ამ დროს განმავლობაში ქუჩაში ყველა სახის გადაადგილება დასჯადი გახდა. ამ პერიოდში დაკეტილია სასურსათო მაღაზიებიც - მუშაობს მხოლოდ აფთიაქები. ჯარიმა საკმაოდ დიდია - ფიზიკურ პირზე 3 ათასი, იურიდიულზე 15 ათასი. კანონის განმეორებითი დარღვევა სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები