საქართველოში ევროპიდან დღეს 300-მდე მოქალაქე დაბრუნდება. რეისები თბილისის მიმართულებით რამდენიმე საათიანი შუალედით ვარშავასა და ბერლინიდან შესრულდება. პოლონეთიდან ჩარტერულ ფრენას ადგილობრივი ავიაკომპანია ასრულებს, გერმანიიდან კი საქართველოს 180-მდე მოქალაქეებს "ჯორჯიან ეარვეისი" ჩამოიყვანს.
ორივე რეისზე ყველა ბილეთები მალევე გაიყიდა, რაც მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ხვალ გეგმიური რეისი შესრულდება ლონდონიდან, 7 აპრილს ათენიდან, 10 აპრილს - ლარნაკადან. პარალელურად, ცნობილი გახდა დამატებითი რეისების განრიგიც, რომელიც ასე გამოიყურება:
12 აპრილი - ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.
აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოზე განსაზღვრული სხვა ავიარეისები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით განხორციელდება.