16 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები შიმშილობით იმუქრებიან - ემიგრანტები საქართველოს მთავრობას სამშობლოში დაბრუნებას სთხოვენ

შიმშილობით იმუქრებიან პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები - ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას და სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისების დანიშვნას მოითხოვენ.

მათი თქმით, ადგილობრივი ავიახაზები მზად არის ფრენების შესასრულებლად და მხოლოდ ოფიციალური თბილისის დასტურს ელოდება. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ მათი დიდი ნაწილი ღამეს უკვე მეორე კვირაა აეროპორტში ათენებს.

"ხალხი ელოდებოდა, რომ ბილეთები დაიდებოდა გასაყიდად, მაგრამ აღმოჩნდა რომ ონლაინ მხოლოდ 5 ბილეთი გაიყიდა და 3 რიცხვის ბილეთები კი 26-ში იყო გაყიდული. ძალიან ბევრი ემიგრანტი დარჩა აეროპორტში. აეროპორტში გამოვიდნენ წარმომადგენლები და გვითხრეს, რომ რეისების დანიშვნის არანაირი პრობლემა არ არსებობს, მათ უბრალოდ ოფიციალური თბილისის დასტური სჭირდებოდათ. გვითხრეს, რომ უკვე შეეხმიანენ ყველას და მათ პასუხს ელოდებიან, მაგრამ როდის იქნება ეს პასუხი უცნობია. ხალხი გარეთ იყინება. საკონსულოში პასუხს არ გვცემენ არაფერზე, პატრული ჰყავთ მათ გამოძახებული, რომ ხალხმა არ შეაწუხოთ," - აცხადებს პოლონეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქე, ხატია გირგვლიანი.

პოლონეთში ჩარჩენილი ქართველები ასევე ამბობენ, რომ თუ საქართველოს მთავრობა მათ სამშობლოში ჩამოსვლას ვერ უზრუნველყოფს, ისინი უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილს დაიწყებენ. 

დღის ამბები