20 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან 10 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ახალი ვირუსის დადასტურებული შემთხვევით, არც ერთი პაციენტი არ წევს ამ დრომდე თბილისის ზღვის ჰოსპიტალში. თუმცა არ არის გამორიცხული, ვითარება დღეს შეიცვალოს. კლინიკა ლუგარის ლაბორატორიიდან 10 პირის ანალიზის პასუხს ელოდება. მედიკოსების მეთვალვყურეობის ქვეშ სულ 39 პაციენტია.

"სტაციონარში 39 პაციენტია, აქედან 30 სომატური განყოფილებაში, ხოლო 9 რეანიმაციაშია მოთავსებული. მათგან 2 მართვით სუნთქვაზეა და მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმეა. მიღებული 29 პასუხიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი, რომელიც სპეციალიზირებულ კლინიკაშია გადაყვანილი სამკურნალოდ. გარდა ამისა, კიდევ 10 პასუხს ველოდებით,"- განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, კახა ბეროზაშვილმა

დღის ამბები