ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით 3 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ამ ეტაპზე საავადმყოფოში 12 ადამიანს აკვირდებიან. აქედან 7-ს ინფექცია დადასტურებული აქვს. სამ პაციენტს დღესვე განმეორებითი ტექსტი უნდა ჩაუტარდეს.
ექიმის თქმით, ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა და მძიმეა. მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.