20 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
იმერეთში წყალტუბოს სასტურმო "პრომეთეში" მეხუთე საკარანტინე სივრცე მოეწყო

იმერეთში მეხუთე საკარანტინო სივრცე მოეწყო. იმერეთის ტურიზმის ცენტრის უფროსის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, მეხუთე სივრცე წყალტუბოში, სასტურმო "პრომეთეში" მოეწყო.

სასტუმროში 52 მოქალაქე შეიყვანეს, რომლების ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ. ისინი კარანტინში ორ კვირას დარჩებიან. 

"საკარანტინო მე-5 ზონაში 52 მოქალაქე შემოვიდა. ამის გარდა ერთი საკარანტინო ზონა საირმეშია, ერთი საჩხერეში და ორი წყალტუბოში. ზონების შექმნა და მათი მართვა, ტურიზმის ადმინისტრაციას აბარია და ჩვენ, იმერეთის მერიაც აქტიურად ვართ ჩართული ამ საკითხებში," - აცხადებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის აიიპ "იმერეთის ტურიზმის ცენტრის" ხელმძღვანელი, ტატო ლილუაშვილი.

ამ დროისთვის იმერეთში კარანტინში დაახლოებით 288 პირია, თვითიზოლაციაში - 229. ნაწილმა კარანტინი და თვითიზოლაცია ვადის გასვლის გამო დატოვა.

დღის ამბები