17 აპრილი 2024,   03:41
ვრცლად
სამნიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტნიც - მეუფე გერასიმეს თქმით, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეკლესიას არ ეხება

შეცვლის, თუ არა COVID-19-ის გამო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავის წესებში რამეს და მოქმედებს, თუ არა მთელ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ეკლესიაზეც. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მეუფე გერასიმეს თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები სრულ ნდობას უცხადებენ პატრიარქს და მისი მიმართვის შესაბამისად მოქმედებენ.

"მე მგონი ყველაფერი მკაფიოდ წერია პატრიარქის მიმართვაში. ჩვენ როგორ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები ჩვენს პატრიარქს ვუცხადებთ სრულ ნდობას,"- განაცხადა მიტროპოლიტმა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ხელმძღვანელის განცხადებით, მოქმედი შეზღუდვა, რომელიც 3 ადამიანზე მეტის შეკრებას კრძალავს ეკლესიასა არ ეხება:

"საგანგებო მდგომარეობას ეხება და არა ეკლესიაში, მე მგონი ამაზე მკაფიოდ იქნა განმარტებული. თუ ეხება მობრძანდნენ, აქ ვართ, სამნიც ვართ, ოცდაათიც ვართ და უფრო მეტიც ვართ,"- აღნიშნა მეუფე გერასიმემ.

მეუფე გერასიმეს ​თქმით, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილება მიღებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჩაივლის აღდგომის ლიტურგია.

"ამ საკითხს ცალკე განიხილავს ეკლესია, როგორ ჩატარდეს აღდგომის დღესასწაული, ჯერჯერობით არაა გადაწყვეტილი,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა.

დღის ამბები