ფოთის ორივე შემოსასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტებზე, ყველა მოძრავი სატრანსპორტო საშუალება, თუ ფეხით მოსიარულე 24 საათიან რეჟიმში მკაცრად კონტროლდება.
მიმდინარეობს ყველა მოქალაქის თერმოსკრინინგი, ავტომობილები კი სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება. ასევე კონტროლდება ავტომობილში მგზავრთა რაოდენობა და პირბადეების ქონა.
აღნიშნული პროცედურები დროს, სხვადასხვა მონაკვეთში შემოსასვლელებში სატრანსპორტო საშუალებების კონცენტრირებასა და მოქალაქეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რიგში დგომა უწევთ, თუმცა მოსახლეობა ამ ფაქტს გაგებით ეკიდება.
მათი შეფასებით, რიგში დგომისას ისინი დროს კარგავენ, თუმცა გამკაცრებული ზომების მექანიზმებს დადებითად აფასებენ.