25 აპრილი 2024,   19:01
ვრცლად
ფოთში გასულ ღამეს კომენდანტის საათის დარღვევისთვის 3 მოქალაქე დაჯარიმდა

ფოთში, გასულ ღამეს, კომენდანტის საათის დროს 3 მოქალაქე დაჯარიმდა და შესაბამისი ოქმები დაიწერა.

ქალაქის მერის ინფორმაციით, განსაკუთრებულ დარღვევები არ დაფიქსირებულა. ქალაქის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა. ადგილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მგზავრთა გადაადგილების კონტროლი, ასევე ორივე ბლოკ-პოსტზე ყველა შემომსვლელ - გამსვლელს თერმოსკრინინგი უტარდება. ამ დრომდე ცხელებაზე საეჭვო სიმპტომი არცერთ მგზავრს არ დაფიქსირებია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ ქალაქის ცხელების ცენტრში მსუბუქი რესპირატოიული ჩივილებით 3 ადგილობრივი მოქალაქე შეიყვანეს, მათიზე  კლინიკურ ლაბორატორიული დაკვირვება მიმდინარეობს.

დღის ამბები