25 აპრილი 2024,   12:53
ვრცლად
ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული მედდის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მართვით სუნთქვაზე რჩება 70 წლის მამაკაცი

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული 7 პაციენტი გადის მკურნალობის კურს. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის 70 წლის მამაკაცია და უკვე რამდენიმე დღეა მართვით სუნთქვაზეა.

საშუალო სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, მას წილობრივი პნევმონია აღენიშნება. დანარჩენი 5 პირის ჯანმრთელობა სტაბილურია, მათ შორის მედდას, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი პაციენტისაგან დაინფიცირდა.

კლინიკა "მედალფას" დირექტორის განმარტებით, მედდას მეორე დღეა ტემპერატურა აღარ აღენიშნება და მისი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია, რომ კლინიკიდან გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, ის 2 კვირით თვითიზოლაციაში დარჩება. 

ბოლო ინფორმაციით, ბათუმში კარანტინში 2050 პირია მოთავსებული.

დღის ამბები