25 აპრილი 2024,   09:21
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ვარშავა-თბილისის სპეცრეისი დაახლოებით ერთ საათში შესრულდება

საქართველოში ვარშავა-თბილისის რეისი დაახლოებით 1 საათში შესრულდება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში სპეცრეისით დაბრუნდნენ.

ისინი შემოწმებას გაივლიან და ამის შემდეგ კარანტინში გადასვლა მოუწევთ. დღეს კიდევ ერთი რეისი ბერლინიდან სრულდება.

საერთო ჯამში დღეს საქართველოში 300-მდე მოქალაქე ბრუნდება. ხვალ გეგმური რეისი შესრულდება ლონდონიდან, 7 აპრილს ათენიდან, 10 აპრილს -ლარნაკადან. ცნობილია დამატებითი ფრენების განრიგიც, 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი, 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი.

 

დღის ამბები