ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოდან ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამი პაციენტი გაეწერა. არცერთ მათგანს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, სამი პაციენტიდან ერთი, მცირეწლოვანი , თბილისში, იაშვილის კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მამაკაცი კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში.
covid-19-ის დიაგნოზით ამ დროისთვის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორი ადამიანი მკურნალობს, მათ შორის ერთ-ერთი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოყვანილი პაციენტია.