20 აპრილი 2024,   16:39
ვრცლად
რუსთავში თვითიზოლაციასა და კარნტინში გადასვლა "მაგთის" თანამშრომლებსაც მოუწიათ

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს და მისი ოჯახის კიდევ ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო საკრებულოს 50-მდე თანამშრომელი დაკვირვების ქვეშაა.  ქვემო ქართლის ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის დავით ბეგაშვილის განცხადებით, კონტაქტში მყოფი პირების თითქმის მთელი უმრავლესობა მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმშია გადასული:

"მამა და შვილზე დადასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი, დადასტურება როგორც მოხდა დავიწყეთ ახლო კონტაქტების მოძიება, მოძიებულია 90%-ზე მეტი ახლო კონტაქტი, მოხდა კომუნიკაცია ყველა გადასულია მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმში," - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ქვემო ქართლის რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი ქონდათ კომპანია "მაგთის" სერვისის თანამშრომლებს და თვითიზოლაციაში და კარანტინში გადასვლა მათაც მოუწიათ:

"მათ შორის იყო კომპანია "მაგთის" სერვისის მოთხოვნა ოჯახიდან, მათგანაც 2 ადამიანი თვითიზოლაციაშია, 1 საკარანტინო სივრცეში," - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

 

დღის ამბები