20 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებაში ოპოზიცია ხელისუფლებას თანადგომას უცხადებს

23 პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო მოძრაობა საერთაშორისო საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის წინაშე დგას საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების გადაუდებელი აუცილებლობა და აღნიშნული პარტიები, როგორი კრიტიკულებიც არ უნდა იყონ ხელისუფლების მიმართ, ამ მცდელობაში სრულ მხარდაჭერას უცხადებენ:

"სრულიად შეუძლებელი იქნება ეს კრიზისი იყოს დაძლევადი მხოლოდ ჩვენი სახსრებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოება დაეხმაროს ამ რთულ დროს," - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ.

საერთაშორისო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძეც, მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ ამ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები როგორიცაა დემოკრატიის და მართლმსაჯულების მდგომარეობა და არაფორმალური მმართველობა, საერთაშორისო საზოგადოებამ საქართველო არ უნდა მიატოვოს 

"ჩვენ ვართ ზუსტად იმ პოზიციაზე, რომ საქარველოს მოქალაქეებისთვის  საერთაშორისო პარტნიორების დახმარება იქნება აუცილებელი,"- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას უსვამს ხაზს "სამოქალაქო მოძრაობის "  ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

"ყველამ უნდა დავივიწყოთ ვინ ოპოზიციაა და ვინ ხელისუფლება. საერთო ძალისხმევაა საჭირო, რომ საქართველო ამ კრიზისიდან გამოვიდეს,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები