23 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა

ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. ხაბეიშვილის განცხადებით, დღეს საკრებულოში დეპუტატები კორონავირუსთან ბრძოლის გზებზე უნდა მსჯელობდნენ, თუმცა დღის წესრიგში სულ სხვა საკითხებია შეტანილი.

"დღეს მქონდა მოლოდინი, რომ საკრებულო რომ იკრიბება ფორსმაჟორში და განსაკუთრებული მდგომარეობაა მთელს მსოფლიოში და ქვეყანაში, კორონავიურსთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავდით, იმ საკითხებს, რომელიც თბილისელებს აწუხებს, სოციალურ დახმარება, ეკონომიკურ დახმარებას, როგორ უნდა მივეხმაროთ ამ გაჭირვებულ ხალს, თუმცა  სამწუხაროდ, 41 საკითხი შემოიტანა კახა კალაძემ დღეს განსახილველად და გაოცდებით და ერთ-ერთი ეხება საკრებულოს უმრავლესობის წევრის ალექსანდრე ხუჯაძის სიდედრს. ანუ სიდედრებს, ცოლებს, ბიძაშვილებს რომ მიწები გაუფორმონ, იმისთვის იცლის დედაქალაქის მერი და ამ საკითხების განხილვაში, ასეთ პირობებში რა თქმა უნდა მონაწილეობას ვერ მივიღებთ. განვიხილოთ მხოლოდ ის საკითხები, რომელიც ეხება თბილისელებს, მათ გაჭირვებას, კორონავირუსს, ეპიდემიას და ა.შ. სხვა საკითხები რომელიც ეხება მათ სიდედრებს და ნათესავებს, ამის განხილვის დროს არც არასდროს არ არის და მითუმეტეს, ახლა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები