19 აპრილი 2024,   14:40
ვრცლად
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მაცხოვრებლებს თერმოსკრინინგს უტარებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა ინგირში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.

თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ინგირში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ზედა ეწერში, სადაც 1037 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ეს არის სოფელი სადაც, ცხოვრობს პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი,  სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სოფლებში მასიური სკრინინგი. თერმოსკრინინგი ასევე ჩაუტარდა სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350-ზე მეტ მოქალაქეს. გარდა სოფლებისა შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე.

დღის ამბები