20 აპრილი 2024,   14:05
ვრცლად
რაღაც ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე - პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ საკარანტინო ზომები გამკაცრდეს

პაატა იმნაძე არ გამორიცხავს, რომ საკარანტინო ზომები მთელ ქვეყანაში კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამ განცხადებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ რუსთავის განსაკუთრებული რეჟიმის საკარანტინო ზონად შესაძლო გამოცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

"თუ იქნება გასამკაცრებელი, ვთვლით, რომ მთლიანად ქვეყანაში გამკაცრდეს ზომები, დაველოდებით სიტუაციის განვითარებას, რადგან, სამწუხაროდ, ისევ და ისევ ჩანს, რომ ჩვენი მოქალაქეების  რაღაცა ნაწილი მაინც ვერ იაზრებს რასთან გვაქვს საქმე.  რა შეიძლება ქვეყანაში მოხდეს, თუ ჩვენ მაქსიმალურად არ დავემორჩილებით როგორც რჩევებს, ასევე საკარანტინო ზომებს," - განაცხადა პაატა იმნაძემ

დღის ამბები