20 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
მოძღვრის ინფორმაციით, COVID 19-ით ინფიცირებული საკრებულოს დეპუტატი წირვას არ დასწრებია და არც ზიარება მიუღია

რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურის, მამა მიქაელ ჭაბაშვილის ინფორმაციით, COVID 19-ით ინფიცირებული რუსთავის საკრებულოს დეპუტატი წირვა-ლოცვას არ დასწრებია და არც ზიარება მიუღია. როგორც მოძღვარი აცხადებს, მას მრევლის წევრებთან კონტაქტი ეკლესიის გარეთ ჰქონდა.

"ეს ადამიანი არ ესწრებოდა წირვას, არ ზიარებულა და არ შეხვედრია მრევლს. ხოლო სხვაგან თუ ვინმეს სადმე შეხვდა, ჩვენი მრევლის დიდი ნაწილი იზოლაციაშია მაგის გამო. იმიტომ, რომ ზოგი საკრებულოში მუშაობს, ზოგი მეზობელია მისი, ზოგი მეგობარია, ამიტომ შეხვდა და ისინი არიან ახლა იზოლაციაში. ჩვენ ჩვეულებრივად, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვწირავთ კიდევაც, ვაზიარებთ კიდევაც და სახლში მივდივართ ავადმყოფებთან და იქ ვნახულობთ და ვაზიარებთ,"- განაცხადა მოძღვარმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ით ინფიცირებულ რუსთავის საკრებულოს დეპუტატს შეხება ჰქონდა თანამშრომლებთან, კოლეგებთან და ეკლესიის მრევლთან. თავად დეპუტატი და მისი ოჯახის კიდევ ორი წევრი COVID 19-ის დიაგნოზით კლინიკებში მკურნალობენ. 

დღის ამბები