19 აპრილი 2024,   04:12
ვრცლად
გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

გია ჟორჟოლიანი სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის, რათა დახმარება გაუწიონ იმ ადამიანებს, ვინც შემოსავალი დაკარგა. დეპუტატმა დღეს ფინანსური დახმარების კონკრეტული სქემა წარადგინა.

მისი წინადადების მიხედვით, სოლიდარობის აქციაში ის პირები უნდა ჩაერთონ, ვისაც შედარებით მაღალი შემოსავალი აქვს.

"ჩვენი წინადადება სოლიდარობის საყოველთაო ფონდის შესახებ, რომელიც გამოქვეყნდა 24 მარტს, გულისხმობდა საყოველთაო სავალდებულო შესატანის, ფაქტიურად გადასახადის შემოღებას და ამ საშუალებით სპეციალური სახსრების მობილიზებას სახელმწიფო ბიუჯეტში. ეს სახსრები მთავრობის მიერ გამოყენებული უნდა ყოფილიყო იმ ადამიანთა დასახმარებლად, რომელთაც პანდემიის პირობებში სრულად დაკარგეს შემოსავალი და პრაქტიკულად საარსებო წყარო," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები