05 ივნისი 2020,   00:56
ვრცლად
სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო, მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა მათ შეენარჩუნებინათ დასაქმებულები - პრემიერის მრჩეველი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი COVId-19-ის საფრთხეებით გამოწვეულ ვითარებაში მთავრობის მიერ ეკონომიკის კუთხით გათვლილ რისკებზე და ამ დრომდე დასახულ სტრატეგიაზე საუბრობს.  

"სახელმწიფოს სტრატეგიის ნაწილი თავიდანვე იყო ის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეწყო ბიზნესისთვის, რათა საბოლოო ჯამში მათ შეენარჩუნებინათ ლიკვიდობა, დასაქმებულები და მინიმიზაცია განგვეხორციელებინა ამ ნეგატიური ეკონომიკური ეფექტების იმ ადამიანების, ვინც სამსახურს დაკარგავს," - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად გათვალოს ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები და შეიმუშაოს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმდინარე საჭიროება და მხარი დაუჭიროს ბიზნესს.

"მას შემდეგ, რაც დავინახეთ, რომ ეპიდემიოლოგიური გამოწვევები გაიზარდა, რასაც შედეგად მოყვებოდა ეკონომიკური გამოწვევების ზრდაც, დამატებით ჩაერთო 2 მილიარდის მოცულობის პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, როგორიც არის სასურსათო პროდუქციაზე ფასების შენარჩუნების სუბსიდირება, ასევე დაანონსდა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილში მოხდეს საკონტრაქტო ფასების სუბსიდირება, იმისთვის, რომ სხვადასხვა გამოწვევებიდან გამომდინარე, მათ შორის კურსთა შორის სხვაობიდან გამომდინარე ზეგავლენებმა არ მოახდინოს მათი საქმიანობის შეფერხება,“ - განაცხადა  პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში​.

დღის ამბები