18 აპრილი 2024,   10:30
ვრცლად
პრორუსული ონლაინ მედიის სამიზნე ლუგარის ლაბორატორია, ევროპული ინსტიტუტები და სამოქალაქო სექტორი გახდა - DRI

მარტში ულტრამემარჯვენე და პრორუსული ონლაინ მედიის სამიზნე ლუგარის ლაბორატორია, ევროპული ინსტიტუტები და სამოქალაქო სექტორი გახდა. ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, დეზინფორმაციისა და მითების გავრცელება ღიად ემსახურებოდა ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპული ინსტიტუტების დისკრედიტაციას. ღიად პრორუსულმა სააგენტოებმა "News Front Georgia" და "საქართველო და მსოფლიომ" არაერთხელ გამოაქვეყნეს სტატიები ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შესახებ, სადაც ევროკავშირი სუსტ ძალად, ხოლო რუსეთი ძლიერ მფარველად არის წარმოჩენილი.

დღის ამბები