20 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ის მკურნალობას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა.

პაციენტის ისტორია მარნეული-ბოლნისის კლასტერს უკავშირდება.

საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის თქმით, ქალი გულის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება აღენიშნებოდა. ის კლინიკაში 31 მარტს მოათავსეს.

დღის ამბები