20 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა

"კურიერის" ინფორმაციით, ქართველ  სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

"კურიერი" მის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ ის ძალოვანი სპორტსმენია. 

შემთხვევა შესაძლოა განსაკუთრებული აღმოჩნდეს, რადგანაც ძალოსნის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა.

ის, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად,  დედაქალაქში სხვადასხვა ადგილას იმყოფებოდა და ბევრ ადამიანსაც შეხვდა.

ასევე, სპორტსმენი სამეგრელოს რამდენიმე რაიონში იყო და სხვადასხვა ჯგუფთან ჰქონდა შეხება. სპორტსმენი  სტუმრადაც იყო რამდენიმე ოჯახში. აღსანიშნავია, რომ მას მოგზაურობის ისტორია არ ჰქონია. 

დღის ამბები